საპატრიარქოს ჩოხოსანთა საზოგადოების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ზვიად სეხნიაშვილი განცხადებას ავრცელებს:

,,2018 წელი შემობრძანდა და პატრიარქის ჩოხოსნები ტრადიციულად, საპატრიარქოს წმიდა იოაკიმე და ანას სახელობის სამშობიაროს ვეწვიეთ, რათა ახალ წელს დაბადებული პირველი ვაჟი და გოგონა ქართული სამოსით დაგვეჯილდოვებინა და დაგველოცა. ზურა მუჯირიშვილი და ტასო ხმალაძე გახდნენ 2018 წლის პირველი ჩოხოსნები. გილოცავთ ჩემო პატარებო, გაიზარდეთ და გამრავლდით დედაეკლესიისა და სამშობლოს სასახელოდ და საიმედოდ.
ასევე, რუსთავის სადროშოს წევრებმაც (წინამძღოლი – ვასილ ძირკველიშვილი) გააგრძელეს ტრადიცია და ქალაქში დაბადებულ პირველ ჩვილებს ქართული სამოსი უსახსოვრეს.
– – – – – – – – – – – – – – – –
საპატრიარქოს ჩოხოსნები მუდამ სამშობლოს სამსახურში. ერთად მოვუაროთ ჩვენს საყვარელ მამულს – საქართველოს”.

.

.

.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი