სასამართლო სისტემაში ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა უფრო მეტად გამოკვეთა სასამართლო მმართველობაში არსებული კრიზისული მდგომარეობა, რაც საფრთხეს უქმნის სასამართლო სისიტემის დამოუკიდებლობასა და გამჭვირვალობას და კიდევ უფრო ასუსტებს მართლმსაჯულების მიმართ საზოგადოების ნდობას.

შეიქმნა რეალობა, რომელმაც მთლიანად იურიდიული პროფესია დააყენა ისტორიულ გზაგასაყარზე: ჩამოყალიბდეს და განმტკიცდეს ხარისხიანი და სანდო მართლმსაჯულების სისტემა თუ კიდევ უფრო გამყარდეს სისტემაში არსებული მმართველობის გაუმჭვირვალე და მანკიერი ფორმა, რაც სრულიად შეუსაბამოა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიის პრინციპებთან.

ვაცნოებიერებთ რა შექმნილი მდგომარეობის სიმწვავეს და ადვოკატთა კორპუსის  მნიშვნველოვან როლს არსებული სირთულეების დაძლევის პროცესში, ვიწვევთ ადვოკატთა ასოციაციის რიგგარეშე საერთო კრებას, რომელზეც ადვოკატთა მრავალრიცხოვანი კორპუსი იმსჯელებს მართლმსაჯულებაში არსებულ გამოწვევებზე და მიიღებს ერთიან საგანგებო რეზოლუციას სასამართლო სისტემაში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით.

რიგგარეშე საერთო კრება გაიმართება 3 თებერვალს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში (მისამართი: ქალაქი თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N1).

მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყება 10:00 საათზე და გაგრძელდება 11:00 საათამდე.

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი