ავტოსაგზაო შემთხვევა მანგლისთან მსხვერპლით დასრულდა – დაიღუპა 2 ადამიანი, 17 კი სხვადასხვა სახის დაზიანებით თბილისისა და მარნეულის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

მიკროავტობუსს სავარაუდოდ ტურისტები, მათ შორის ერთი უცხოელი, ფოკას მონასტრიდან მოჰყავდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მიკროავტობუსი გადატრიალდა.

4 დაშავებული კატასტროფის ბრიგადამ თბილისის პირველ საავადმყოფოში გადმოიყვანა. მათ ნაწილს გვიან ღამით ოპერაცია ჩაუტარდა.

მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...