ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე თანამშრომლებს მიმართავს.

„მივესალმები ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, სახაზინო სამსახურის, შემოსავლების სამსახურის, საგამოძიებო სამსახურის, საფინანსო-ანალიტიკური სამსახურის, მომსახურების სააგენტოს, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და მადლობას გიხდით წლების განმავლობაში თქვენზე დაკისრებული მოვალეობების ერთგულად და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

თქვენი უშუალო მონაწილეობით ბოლო წლებში განხორციელდა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი როგორც სტრუქტურული, ისე ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის აუცილებელი რეფორმები და ინიციატივები, რომელთა საბოლოო მიზანიც, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველყოფაა.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენ ერთად განვაგრძოთ და უფრო მეტად განვავითაროთ ქვეყნისთვის საჭირო ყველა აუცილებელი და ძირეული რეფორმა, განსაკუთრებით, საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. წარმატებული რეფორმები უნდა გაგრძელდეს და შეუქცევადი გახდეს.

მე უკვე მივეცი დავალებები მოადგილეებსა და შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელებს, რომ მაქსიმალურად მოხდეს ფინანსთა სამინისტროს თანამშრომელთა ინიციატივების მიღება და წახალისება, რადგან მჯერა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად საქმიანობენ სამინისტროს სისტემაში, აქვთ სწორი ხედვა, თუ როგორ შეიძლება ჩვენი საქმიანობა კიდევ უფრო ეფექტიანი გახდეს.

ამასთან ერთად, მინდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ თქვენგანს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მომმართოს იდეითა და წინადადებით. ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა.

როგორც აღვნიშნე, ჩვენს მიდგომებში მთავარი ფოკუსი გაკეთდება იმაზე, რომ უკეთესი სტანდარტებით შევძლოთ მუშაობის ეფექტურობის გაზრდა და დარწმუნებული ვარ, ფინანსთა სამინისტრო ამ მიმართულებით იქნება ერთ-ერთი ყველაზე სამაგალითო უწყება.

მინდა თითოეულ თქვენგანს ვთხოვო, აქტიურად იყოთ ჩართული სამუშაო პროცესში. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღირებულება შევქმნათ ჩვენი ქვეყნისთვის“, – განაცადა მამუკა ბახტაძემ.

წყარო

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი