,,თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე” კახა კუკავა წელს აღდგომას სამეგრელოში ხვდება.

,,მე შევუერთდი მრავალათასიან არმიას – წელს გადავწყვიტე, სამეგრელოში წავიდე და აღდგომის დღესასწაულს იქ შევხდე. ჩვენთან სოფელში გაიხსნა ძველი მონასტერი და მინდა, ბავშვები იქ მივიყვანო წირვაზე ან ზუგდიდის მონასტერში. გამორჩეულად დასამახსოვრებელი აღდგომა არ მაქვს. ყველა აღდგომას დიდი სიხარულით ვხვდებით ოჯახში, თბილისში ან სამეგრელოში და ტრადიციებიც, როგორც ყველა ქართველს ისეთი გვაქვს ჩვენც. გავდივართ საფლავზე, ვღებავთ კვერცხებს, ვუჭახუნებთ ამ კვერცხებს ერთმანეთს იქამდე, სანამ არ გატყდება. ერთმანეთს ვესალმებით ,,ქრისტე აღსდგა!” და გვესმის იქიდან: ,,ჭეშმარიტად აღსდგა!”

ახლა შემოვიდა ფერადი კვერცხები, სხვადასხვაფერის: მწვანე, ყვითელი, ლურჯი და ა.შ. რაც არ მომწონს. უფრო სასაცილოა და ,,ქინდერის” კვერცხებს ჰგავს. მე უპირატესობას ტრადიციულ, წითელ სააღდგომო კვერცხებს ვანიჭებ. ჩვენთან, სამეგრელოში აღდგომა დიდი დღესასწაულია და ყველა სიხარულით ელოდება.

ნინო შავერდაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი