წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში 94  წლის მოხუცი საკუთარ სახლში დაიწვა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა.

ცეცხლმოკიდებული სახლი მეზობლებმა შენიშნეს და სახანძრო ბრიგადები გამოიძახეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ სამაშველო ჯგუფს სახლი დამწვარი დახვდათ.

მიმდინარეობს გამოძიება.

მიხეილ ძიძიგური

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი