ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივად, – ამის შესახებ პრეზიდენტის შვილმა ანა მარგველაშვილმა მიხეილ თათარიშვილის პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
ანა მარგველაშვილი დღევანდელ პროცესზე მოწმის სახით უნდა დაიკითხოს. როგორც პრეზიდენტის შვილმა აღნიშნა, საკუთარი ჩვენებით დაადასტურებს, რომ მიხეილ თათარიშვილის დაკავება უკანონოდ მოხდა.
“მე ვიყავი სურამში დაკავების მეორე დღეს, ვესაუბრე იქ პერსონალს და ყველაფერი რაც იქ გავიგე და მითხრეს იმას ვიტყვი დღეს სასამართლოზე. ჩემი ჩვენებით იმას ვადასტურებ, რომ მათი დაკავება მოხდა სასადილოში და დაკავება მოხდა 5 წუთის მანძილზე და არა 45 წუთის მანძილზე, როგორც ამას ამტკიცებენ. ძალიან ბევრი კანონდარღვევა იყო, კერძოდ, ის რომ არ გაუჩხრეკიათ და არ შეუდგენიათ არანაირი ოქმი. მანქანაში ჩატენეს უხეშად და წაიყვანეს ისე რომ არ წარუდგენიათ არანაირი საბუთი. ფაქტობრივად მოიტაცეს ადამიანი, როგორც ამას აკეთებენ ჩვეულებრივად”, – განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი