Home საზოგადოება “უძვირესი ზამთრის კურორტები მთავრობის წარმომადგენელთა ოჯახის წევრებით სავსეა”

“უძვირესი ზამთრის კურორტები მთავრობის წარმომადგენელთა ოჯახის წევრებით სავსეა”

21 second read
0
18

“კვირიკაშვილს და მთავრობას რომ ჰკითხო, არაფერი საგანგაშო არ ხდება. საახალწლო ხარჯვის შემდეგ ლარი კვლავ 2.73 გახდა და ზრდას გააგრძელებს, საწვავმა 40-50 თეთრით მოიმატა, ასევე ავტოგაზმაც. ყველა პროდუქტზე ფასები 20-30 პროცენტითაა მომატებული. მედიკამენტები გაძვირდა, ქვეყანაში საშუალო ფენის გაღატაკების პროცესი მიდის, ხოლო დაბალშემოსავლიანი ჩვენი თანამემამულეები ნაგავში ეძებენ საკვებს.

ამ ყველაფრის ფონზე დააკვირდით ე.წ. “სვეცკი” ქრონიკას- წაიკითხავთ თუ როგორი ძვირიანი ნაძვის ხე დადგა ერთი მინისტრის ცოლმა, როგორ გაერთნენ პარლამენტარის შვილები, როგორ მოულხინა გუბერნატორმა… ეს რასაც წერენ, ხოლო რასაც არ წერენ… სავსეა ავსტრიის, შვეიცარიის უძვირესი ზამთრის კურორტები ოცნების მთავრობის წევრთა ოჯახის წევრებით. მოირგეს ცხოვრება კლერკებმა და ხალხს აუბედურებენ. ერთი დღეც არ ხართ მთავრობაში დასატოვებელი!!!” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე – სანდრო ბრეგაძე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *