,,აი, მეოთხედი საუკუნეა, ასე თავგამეტებით რატომ ვითხოვთ უფასო მკურნალობას და რატომ გვებრძვის ეს ლიბერალ-ოლიგარქიული მხეცი ყველანაირი უზნეო მეთოდებით. ვინ მოთვლის რამდენი ასეული ათასი ადამიანის ან მისი ახლობელის სიკვდილით დამთავრდა ავადმყოფობა, რომლის სამკურნალო ფულიც პაციენტს არ აღმოაჩნდა” _ წერს ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში მომხდარი 14 წლის მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული მამაკაცის მეგობრების თქმით, იგი მკვლელობის წინა დღეს არაადეკვატურად იქცეოდა.

29 წლის მამაკაცი რუსთავის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა იქ უთხრეს, რომ მას ფსიქიატრიული საავადმყოფო ესაჭიროებოდა. მეგობრები ამბობენ, რომ  ეჭვმიტანილი თბილისში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც მიიყვანეს, მაგრამ იქ, პაციენტის დატოვების სანაცვლოდ, წინასწარ, 3 ათასი არის გადახდა მოითხოვეს.

მეგობრები ამტკიცებენ, რომ მართალია მათ საავადმყოფოს თანამშრომლებს  აუხსნეს, რომ ფულს მოგვიანებით გადაიხდიდნენ, თუმცა ამაზე უარი განუცხადეს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი