Home საზოგადოება “უფრთხილდით ბეკოს ტექნიკას”- რას გვამცნობს ახალი ფეუსბუქგვერდი?

“უფრთხილდით ბეკოს ტექნიკას”- რას გვამცნობს ახალი ფეუსბუქგვერდი?

19 second read
0
16

“ბეკოს ტექნიკის გამოყენება შეიძლება თქვენი და თქვენი ოჯახის წევრის სიცოცხლის ფასად დაგიჯდეთ!!!!!” _ ასე იწყება ინტერნეტით გავრცელებული წერილი, რომელიც სპეციალურად შექმნილ ფეისბუქჯგუფშია განთავსებული. ჯგუფს ჰქვია: “უფრთხილდით ბეკოს ტექნიკას”. წერილს თან ახლავს ფოტოები, რომელზეც ამ ფირმის გამათბობელია აღბეჭდილი. რა თქმა უნდა, დაზიანებულ მდგომარეობაში.

“სურათზე ნაჩვენებია აფეთქებული ზეთიანი გამათბობელი, რომლის გავარვარებული ზეთი წნევით გადაესხა ბავშვის ოთახს. ბეკოს ხელმძღვანებლობას კი ყურიც არ შეუბარტყუნებია, რომ დაინტერესებულიყო მათი უხარისხო პროდუქციით გამოწვეული ინციდენტით, რომელიც უზარმაზარ ზარალს აყენებს მომხმარებელს და ტრაგედიით შეიძლება დამთავრდეს ხშირ შემთხვევაში!” _ აღნიშნულია წერილში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Load More Related Articles
Load More By euronews.ge
Load More In საზოგადოება

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *