უფლებადამცველი, ადვოკატთა დამოუკიდებელი პროფკავშირის თავმჯდომარე – გიორგი თევზაძე მოუწოდებს საქართველოში მოქმედ სომხურ ორგანიზაციებს, რომლებიც საქართველოს პარლამენტს სთხოვენ, 1915-23 წლებში განხორციელებული  სომეხთა გენოციდის საკითხის განხილვას და მის აღიარებას. თევზაძე აცხადებს, რომ ეს ორგანიზაციები მანამ, სანამ ასეთ მიმართვა-მოწოდებას გააკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ალბათ მართებული იქნებოდა, ჯერ სომხეთის პარლამენტისა და პრეზიდენტისთვის მიემართათ და აფხაზეთსა და სამაჩაბლოში რუსეთის მიერ ეთნოწმენდის ფაქტი ეღიარებინათ.

გიორგი თევზაძე:

_  სომხურმა ორგანიზაციებმა რამდენჯერმე მიმართეს საქართველოს პარლამენტს, პრემიერ-მინისტრს და სომეხთა გენოციდის აღიარებისკენ მოუწოდეს. მე მოვუწოდებ ამ მიმართვის ინიციატორებს, სანამ ასეთ მიმართვა- მოწოდებას გააკეთებდნენ საქართველოს ხელისუფლების მისამართით, ალბათ უკეთესი იქნებოდა, ჯერ მათ მიმართონ სომხეთის პარლამენტსა და პრეზიდენტს და აღიარონ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ქართველი ერის ეთნოწმენდა და გენოციდი. ასევე, ოკუპანტების მიერ ქართველი ერის მიმართ ჩადენილი ვანდალურ ქმედებები. მისასალმებელი იქნება თუ სხვადასხვა ქვეყნის ისტორიკოსები სრულყოფილად, ობიექტურად და ისტორიულ, დოკუმენტურ წყაროებზე დაყრდნობით შეისწავლიან როგორც 1915 წლს თურქეთში მომხდარი ტრაგიკული ფაქტების გამომწვევი მიზეზებს, ასევე 1992 წელს აფხაზეთში და შემდგომ სამაჩაბლოში განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამომწვევ მიზეზებს და აცნობებენ მას საერთაშორისო საზოგადოებას. ეს  ხელს შეუწყობს ობიექტური  აზრის ჩამოყალიბებას“.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი