ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ ჯანდაცვა ყველა ადამიანისტვის გახდა ხელმისაწვდომი, მაგრა, წამლებზე ფასების სისტემატური ზრდა, ამაზე, ნამდვილად, არ მეტყველებს.

,, ადამიანები მიდიან ექიმთან, როგორც გითხარით, საკუთარი ჯიბიდან ხარჯავენ ბევრ ფულს, ექიმი მათ უნიშნავს უამრავ წამალს, რომლის ყიდვასაც ისინი ვერ ახერხებენ. ასეთი შემთხვევები ხშირია. კვლევებიც ადასტურებს, რომ მოქალაქეების მიერ ჯანდაცვის სერვისებში გაღებული საკუთარი ფინანსების 60 %-ი  წამლებში დახარჯული ფულია. სახელმწიფოს რეაქცია ამ კვლევებზე იყო ის, რომ  გასულ წელს, 4 ქრონიკულ დაავადებებზე უფასო წამლების პროგრამა აამუშავა. 1 და 2 ლარად გასცემდნენ 4 კატეგორიის დაავადებების მქონე პაციენტებზე წამლებს. ეს არის ძალიან კარგი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ არ გათვალეს, რამდენ ადამიანს უნდა ესარგებლა ამ პროგრამით, ეს სიახლე არ გახადეს ყველა პაციენტისთვის ხელმისაწვდომი და ა.შ. თავდაპირველად უნდოდათ,  რომ პროგრამით 150 ათას კაცს ესარგებლა, მაგრამ რეალურად ისარგებლა 14 ათასმა ადამიანმა. ბიუჯეტი, რომელიც ამ პროგრამისთვის გამოყვეს, 4 მილიონამდე იყო და არ ეყოფოდა სრულფასოვნად პროექტს. ჩვენ წინასწარ ვუთხარით ამის შესახებ, მაგრამ არ დაგვიჯერეს. საბოლოოდ გამოვიდა ის, რომ მხოლოდ 14 ათასმა ადამიანმა აითვისა ამ პროგრამის 70 %. 150 ათას კაცს რომ ესარგებლა პროექტით, ალბათ, 20 მილიონიც არ ეყოფოდა.

 ეს გახლავთ ჯანდაცვის სამინისტროს ცუდი მენეჯმენტის ტიპიური მაგალითი. თითქმის ყველა პროგრამაში არის მსგავსი ლაფსუსები და ნაკლოვანებები, გაუთვლელად იწყებენ პროგრამებს, რაც იწვევს უკუჩვენებებს“ _ განუცხადა euronews.ge -ს  ჯანდაცვის ექსპერტმა, პროფესორმა სერგო ჩიხლაძემ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი