დღეს პრეზიდენტობის კანდიდატმა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარდამჭერთა დარბაზის სპიკერად გარემოს დამცველი, ლაშა ჩხარტიშვილი წარადგინა. მისი თქმით, ჩხარტიშვილს იცნობს უკვე საზოგადოება როგორც წესიერ და გაუყიდავ პიროვნებას, რომელსაც არ უვაჭრია არასოდეს საკუთარი ინტელექტითა და წესიერებით.

შალვა ნათელაშვილი:

_ მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ლაშას ურთიერთობა ჩვენთან, სასიკეთოდ წაადგება ქვეყანასა, ჩვენს მომავალს, კიდევ უფრო გაძლიერდება გარემოსდაცვითი მიმართულება პარტიის საქმიანობაში. მისი კოლეგებისგან განსხვავებით, ის არ გაყიდულა და არასოდეს უთქვამს, რომ ყველაფერი გამწვანებულია და გადავრჩით. მას ხშირად ნახავთ ენგურის ხეობაში, რაჭაში, სვანეთში, ჭოროხის ხეობაში, პანკისში, სადაც ხელდახელ იბრძვის იმისათვის, რომ არ გაგვიჩეხონ, არ გაგვიყიდონ ტყეები. არ დაგვინგრიონ მთები, არ დაგვიგუბონ მდინარეები.

მას, ასევე, ძალიან ხშირად ნახავთ ივანიშვილის სასახლესთან, ბოტანიკურ ბაღთან, სადაც მიმდინარეობს დიდი დამანგრეველი სამუშაოები, რომლის უმძიმესს შედეგებს საქართველო და დედაქალაქი ძალიან მალე იხილავს.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი