თამარ იოვაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია – „უმუშევართა კავშირი დასაქმებისათვის“ თავმჯდომარე: 
    _ ჩემს მაგალითზე გეტყვით. უფასო ინსულინის (ლანტუსის) მიღებაზე უარი მეთქვა. ჯერ არ ხარ ძალიან ავადო… ანუ სანამ ნახევრად ინვალიდი არ გავხდები, უფასო ინსულინი არ მეკუთვნის. სპონტანური პნევმოტორაქსი ფინანსდება 70 %- ით და ეს ოპერაცია, რომელიც ჩვეულებრივად, მიმღებ განყოფილებაში კეთდება და არ საჭიროებს საოპერაციო ბლოკსა და ანესთეზიას 1500 ლარი ღირს. სისხლი თუ დაგჭირდათ, დონორები თავად უნდა მოიძიოთ. გახსოვთ ჩემი პოსტი, სადაც მეგობრებს, მოქალაქეებს ვთხოვდი, სისხლი ჩააბარეთ და შვილი გადამარჩინეთ მეთქი? ამ ყველაფრის მერე, რაც ბოლო ორი კვირის მანძილზე გადაიტანა  ჩემმა ოჯახმა და რაც სამედიცინო დაწესებულებებში საკუთარი თვალით ვნახე და გამოვცადე, მოვითხოვ, სერგიენკოს გადადგომას!
    საქართველოში ოპერაციების ტარიფები და ზოგადად, ქირურგიული მანიპულიაციების ფასი სერიოზულადაა გადასახედი! რატომ უნდა ღირდეს მარტივი ოპერაცია რთული ოპერაციის ფასი? – რაღაცა მარეგულირებელი ხომ უნდა არსებობდეს? ან თუ არსებობს, ხომ უნდა მუშაობდეს? მე თუ მკითხავთ,  ამ ჯანდაცვის სამინისტროში სერიოზული მაფიაა კლინიკებთან და დაზღვევასთან დაკავშირებით. სამინისტროსთან შეთანხმებით, ხელოვნურად იბერება კლინიკების მომსახურეობის ფასები, რათა შემდგომ, სახელმწიფო დაზღვევის პროგრამით,  ბიუჯეტიდან გაიწოვონ ფული!!! – ჯანდაცვა ანიავებს ბიუჯეტს!!! „პსპ“, „ავერსი“ და კიდევ ზოგიერთი კლინიკების მეპატრონეები უკვე სერიოზულად ყვლეფენ ბიუჯეტს!!!
    ექიმები, სამედიცინო პერსონალი ზომბებივით დადიან. 90% უბრალოდ უვიცი ბატია და არ აქვს არავითარი სურვილი პაციენტს დაეხმარონ. ფინანსური სამსახურები საავადმყოფოებში ადამიანებს აგიჟებენ. ადამიანის ჯამრთელობა -ბიზნესის წყაროა. საშინელებააა! ღმერთო შენ გადაგვარჩინე!!!!!!!!
    ის, რაც ხდება „ნიუჰოსპიტალში“  ბრიფინგის თემაა. საერთოდ, ქვეყანაში რაც ხდება, ისიც. სერგეენკო რატომ არის კარგი მინისტრი, იქნებ ვინმემ მითხრას? გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა ფინანსდება 70% და დანარჩენი 30%-ით და  ხანდახან 1000 ლარამდე ადის. არავინ არ კითხულობს, ადამიანმა საიდან უნდა მიიტანოს ეს ფული რატომ არ არის სახელმწიფო რეგულაციები სამედიცინო პროდუქტზე? მოკლეთ, საქართველოში, ამ სფეროში, სრული ბარდაკია!
კომენტარები
Загрузка...