უცნობმა პირმა საგანგებო სამსახურს რუსეთის პრეზიდენტის საავტომობილო კორტეჟის გზის დანაღმვის შესახებ შეატყობინა.

სატელეფონო შეტყობინების ავტორი ამტკიცებდა, რომ სანკტ პეტერბურგში პუტინის კორტეჟის გადაადგილების მარშრუტზე 50 ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, მუქარის შესახებ პუტინი ინფორმირებული იყო, ხოლო მისი დაცვის სამსახურმა უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

დამნაშავე ჯერ არ დაუკავებიათ. გამოძიება ეჭვობს, რომ საგანგებო სამსახურებში სატელეფონო ზარი საზღვარგარეთიდან შევიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი