ირინა გოგოსაშვილი, ჟურნალისტი:

_ ჩვენი ექიმები არიან მაგრები, უმაგრესები და ათასი მადლობა მათ!
წუხელ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადასთან ერთად გადავიყვანე ტელევიზიის ვეტერანი თანამშრომელი და იმავე ტელევიზიის თანამშრომლის , ომის ვეტერანის პაატა ლომსაძის დედა, ქალბატონი ზიზი ლომსაძე რომელიც პაატას სიკვდილის შემდეგ მარტო დარჩა….
მადლობა სუპერ პროფესიონალ ექიმთა ბრიგადას სასწრაფო დახმარების სამსახურიდან რომლებიც უსწრაფესად მოვიდნენ!!!
ბოჭორიშვილის კლინიკაში მიყვანისთანავე ექიმმა თემურ ძიძიგურმა და ახლაგაზრდა ექიმმა ნოემ(გვარი არ ვიცი) ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ზიზი დეიდას ცნობიერება დაბრუნებოდა, რის შემდეგაც სასწრაფოდ გაუკეთდა ანალიზები და უმძიმესი დიაგნოზით რეანიმაციაში გადაიყვანეს…..
ვიდრე ანალიზების პასუხს ველოდებოდი, ამავე კლინიკაში მოიყვანეს 10 წლის ბიჭუნა ,რომელსაც მენინგიტი აღმოაჩნდა და უნდა წარმოიდგინოთ რა ხდებოდა ან მიმღებში, ანდა კლინიკის ეზოში, სადაც ბავშვის ოჯახის წევრები თუ ნათესავები იყვნენ თავმოყრილები…. მოვკვდი ტირილით…
დღეს საავადმყოფოში მისულს კარგი ამბავი დამხვდა-ბავშვი უკეტესად ყოფილა!!! ზიზი დეიდამ კი მიცნო, თუმცა ვერაფერი მითხრა….
რომ არა ჩვენი პროფესიონალი ექიმები და უბრალოდ უმაგრესი ქართველები სიკვდილი გარდაუვალი იყო ორივე შემთხვევაშ და ამიტომ..
დიიიდი მადლობა ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორს ბატონ

დავით გადელიას კლინიკაში არსებული,მართლაც შესაშური წესრიგისა და პროფესიონალ ექიმთა თანავარსკვლავედისთვის!
დიიიდი მადლობა მიმღების ექიმემებს თემურ ძიძიგურს და ნოეს(ახალგაზრდა უმაგრესი კაცი)
მკურნალ ექიმს ქალბატონ ნინოს და მთელ კოლექტივს!მადლობა! მადლობა! მადლობა! ვამაყობ თქვენით!!!

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი