საზოგადოება

ულამაზესი თაკო გობაძე, რომელსაც მამინაცვალმა ყელი გამოჭრა

როგორც “პრაიმტაიმისთვის” გახდა ცნობილი, ბარნოვის ქუჩაზე მოკლული 24 წლის გოგონა თაკო გობაძეა, რომელსაც 2 შვილი დარჩა.

შეგახსენებთ, რომ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალს ყელი გამოჭრეს. გოგო დის ნაქირავებ სახლში სტუმრად იმყოფებოდა.ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ბავშვების თვალწინ მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული 1972 წელს დაბადებული ვეფხვია ბაქრაძეა. ახლობლების ინფორმაციით, ის გარდაცვლილის დედის, ნათელა გობაძის ყოფილი მეუღლეა, რომელიც მასთან შერიგებას ითხოვდა.

მეზობლების ინფორმაციით, ყოფილ მეუღლეებს შორის ბოლო პერიოდში კონფლიქტი ხშირად იყო, რის გამოც ნათელა გობაძემ ვაკე საბურთალოს პოლიციის განყოფილებას შემაკავებელი ორდერის გამოცემის თხოვნით მიმართა.

ვეფხვია ბაქრაძის მიმართ შემაკავებელი ორდერი მკვლელობამდე ორი საათით ადრე გამოიცა, რის საფუძველზეც მას ყოფილ მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციაც კი აეკრძალა. სწორედ ამის შემდეგ ბაქრაძე მივიდა ბარნოვის #77–ში, სადაც ნათელა გობაძის ქალიშვილი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ქირით ცხოვრობდა.

ბაქრაძემ 1993 წელს დაბადებულ ქალს შვილების თანდასწრებით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და ნაფარეულის ქუჩის გავლით მიიმალა.

მომხდარზე გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 

 

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close