მსოფლიო

,,უკრაინიდან სამშობლოში იძულებით არის გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე”

უკრაინის უშიშროების სამსახურმა ქვეყნიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევა. ამის შესახებ ინფორმაციას უშიშროების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების საქმიანობა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
“17 ნოემბერს უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საიმიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, სამშობლოში იძულებით არის გაძევებული საქართველოს 8 მოქალაქე“, – ნათქვამია უკრაინის უშიშროების სამსახურის „ფეისბუქის“ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წყარო

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close