თუ სააკაშვილი მიეცემა პასუხისგებაში უკრაინაში, ეს დანაშაული არ ექვემდებარება სხვა ქვეყნის იურისდიქციას და ბუნებრივია არც გადაცემა მოხდება საქართველოსთვის – აცხადებს იურისტი ვალერი გელბახიანი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციის კომენტირებისას. როგორც გელბახიანი ამბობს, სისხლისა სამართლის საქმე, რომელზეც საუბარია, სააკაშვილის გუბერნატორობის პერიოდს უკავშირდება და ამას ექსტრადირებასთან კავშირი არ აქვს. გელბახიანი პროცესს იურიდიულად ასე განმარტავს:
“სისხლის სამართლის საქმე, რომელზეც საუბარია, რომ დაპატიმრების ორდერი უნდა გაიცეს, ეს უკავშირდება სააკაშვილის საქმიანობას ოდესის გუბერნატორის თანამდებობაზე, ანუ უკრაინის ქვეყნის შიგნით ჩადენილ დანაშაულზე, რაც ექსტრადირებას არ ექვემდებარება. ანუ, თუ მოხდება მისი დაპატიმრება, მოხდება ადგილზე და დანაშაულის მიხედვით ადგილზე გასამართლდება. ეს ექსტრადირებასთან არანაირ კავშირში არ არის, მაგრამ თუ საქართველოს ხელისუფლება მოინდომებს, რომ დაკავებული პირის ექსტრადირება მოხდეს, მაშინ საქართველომ უნდა გაასამართლოს უკრაინის იმ კანონის და იმ მუხლის საფუძველზე, რომლითაც ადანაშაულებენ, ეს კი სასმართლო პრაქტიკაში თითქმის არ ხდება.” აცხადებს გელბახიანი “პირველ რადიოსთან”.
გელბახიანი არსებულ მოლოდინებს 3 დეკემბრის მასშტაბურ აქციას უკავშირებს, რომელიც კიევში უნდა გაიმართოს და ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება სერიოზულ საფრთხეს გრძნობს. რაც შეეხება სააკაშვილის მოწოდებას, მისი დაკავების შემთხვევაში მოხდეს შენობების ბლოკირება, გელბახიანი ამბობს, რომ ეს სააკაშვილის მხრიდან არის მუქარა ქვეტექსტით, თუ დამიჭერთ, დაემხობით:
“შეიძლება ეს პრევენციაა 3 დეკემბრისთვის რომ მილიონიანი მიტინგი არ ჩატარდეს კიევში. მუქარა, რომ თუ ჩაატარებთ, მანამდე დაგიჭერთ. შეიძლებ წმინდა წყლის სამართლებრივიცაა. ყოველ შემთხვევაშ დაემთხვა 3 დეკემბრის აქციას. უკრაინის პრეზიდენტს აქვს შიში, რომ მილონი კი არა, ნახევარი მილიონი ადამიანიც რომ შეიკრიბოს, ეს უკვე რეალური საფრთხეა იმისა, რომ ხელისუფლება ამ ხალხმა ხელში აიღოს. სააკაშვილის განცხადება შენობების ბლოკირებაზე, მისი მეთოდია. ისიც ამ განცხადებით ქვეტექსტით ეუბნება ხელისუფლებას, რომ ჩემი დაჭერა ნიშნავს თქვენ დამხობას. ესეც მუქარის ტექსტით ელაპარაკება, რომ მე თუ დამიჭერთ თქვენ დაემხობით” განუცხადა “პირველ რადიოს”ვალერი გელბახიანმა.

წყარო

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი