რუსი ოკუპანტების მიერ 3 დღის წინ გატაცებულ მაია ოთანაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.  ინფორმაციას ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დეფაქტო სამხრეთ ოსეთი 36 წლის მაია ოთანაშვილს საზღაურის სანაცვლოდ საოკუპაციო ხაზზე დაინტერესებული პირების გადაყვანას ედავება.

შეგახსენებთ რომ 3 შვილის დედას ნიღბიანი შეიარაღებული პირები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, საკუთარ ბაღში ჩაუსაფრდნენ, თავს დაესხნენ და სპეციალური საშუალებების გამოყენებით მავთულხლართებზე გადაიყვანეს.

შემთხვევა გორის რაიონის სოფელ ხურვალეთში მოხდა. მომხდარის შესახებ ინფორმირებულია ყველა შესაბამისი სამსახური, თუმცა გატაცებული ქალის დახმარება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 29 სექტემბერს რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გორის რაიონის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილის გასათავისუფლებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა „ცხელი ხაზი“. უწყების ცნობით, ინფორმირებულია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად,”-აცხადებენ სუს-ში.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი