საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ზაზა პაპუაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის ჟურნალისტებისადმი დღევანდელ მიმართვას ეთანხმება და აცხადებს, რომ ჟურნალისტებმა ტვინი უნდა გაანძრიონ.

“რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ჟურნალისტებთან მიმართებაში, გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, ჟურნალისტებმა ტვინი, რომ გაანძრიონ რა მოხდება?! რა არის ამაში შეურაცხმყოფელი და არაკორექტული? რომელია უფრო არაკორექტული, როდესაც ჟურნალისტების მნიშვნელოვანი ნაწილი საზოგადოებას ატყუებს და ნერვებს გვიშლიან, თუ სალომე ზურაბიშვილის ეს ნათქვამი?!

ჩემი დამოკიდებულება ჟურნალისტებთან მიმართებაში ცნობილია, არასდროს დამიმალავს ჟურნალისტების მიმართ ჩემი შენიშვნები. ადამიანები, რომლებიც ტყუიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ… რა თქმა უნდა, ყველას არა, მაგრამ მნიშვნელოვან ნაწილს ხომ ეკუთვის ეს შენიშვნა? ის უბედურება, რომელიც საქართველოში დატრიალდა ამაში ლომის წვლილი ჟურნალისტების დევს. თუ ტვინს გაანძრევენ მათთვის სასიკეთო იქნება. სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამში ტრაგიკულს ვერაფერს ვხედავ.

შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, “ლომის წვლილი მიუძღვით ჟურნალისტებს იმაში, რა უბედურებაც საქართველოში დატრიალდა” რას გულისხმობთ?

როდესაც ქვეყანა ილახებოდა, აუპატიურებდნენ, კლავდნენ და ხალხს ციხეში ყრიდნენ, ამას, ასე ვთქვათ თმაგადავარცხნილი, კარგი მაკიაჟგაკეთებული ჟურნალისტები მშვიდად გადმოსცემდნენ, აბსოლუტურად სხვა რეალობას, იმას, რაც იმდროინდელ რეალობას არ შეეფერებოდა და ა.შ.  შეკვეთილი სიუჟეტები, სიცრუე… თუნდაც დღე და ღამე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით ლანძღვა-გინება ისმის, ხე მოიპარა და წაიღო… აბა ნახეთ “რუსთავი 2”, ზოგიერთი სხვა ტელევიზიებიც რა პროდუქტს ქმნის, რას ლაპარაკობენ? აღმოჩნდა რომ ისე არ არის როგორც ლაპარაკობენ, თურმე გზაც გაკეთდა, ნერგები დაირგო და ა.შ. ამას ვგულისხმობ და მეტს არაფერს.

ადამიანი რომელიც აზროვნებს, თუნდაც საკამათო მასაზრებას გამოთქვამს ეს მისაღებია, თავისი აზრია, მაგრამ სიცრუე, ლანძღვა, ცილისწამება, ეს ტონალობა ბევრ ტელევიზიას და ჟურნალისტს ჰქონდა, ამაზე ხმამაღლა მითქვამს და კიდევაც ვლაპარაკობ, ასე რომ გაანძრიეთ, თუ რამ ეშველებათ…

სალომე ზურაბიშვილი არის პრეზიდენტობის კანდიდატი და მასთან ძალიან ბევრი კითხვებია…

პრეზიდენტობის კანდიდატიც ადამიანია.. კიდევ ვიმეორებ, პრეზიდენტი ის, ვინც 9 წლის განმავლობაში იყო, მაგრამ არცერთ ჟურნალისტს მისთვის შენიშვნა არ უთქვამს, თუნდაც იმაზე “ჩვენ რა ზანგები ვართ”, “ყველა ციხეში” “ესროლეთ, ხელი არ აგიკანკალდეთ”, ამას ლაპარაკობდა პრეზიდენტი და ეს ჟურნალისტები, ნუ გამირთულებთ საქმეს კიდევ სხვანაირად რომ შევამკო… გარინდებულები იყვნენ და ჰაერში რაღაც ეჭირათ ხელში… ცოცხები და უნიავებდნენ. პრეზიდენტი იყო ის, ვინც ასეთი ტექსტებით ლაპარაკობდა და ქვეყანა უფსკრულში გადაჩეხა. თაობები სჭირდება ამას, ქვეყანა რომ ამოვატრიალოთ. ამიტომ არ მიყვარს ის ჟურნალიტები, რომლებიც ცრუობდნენ“, – განაცხადა ზაზა პაპუაშვილმა.

წყარო: ipress.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი