ნატო ვაჩნაძე მეოცე საუკუნის ქართული სილამაზის ეტალონადაა მიჩნეული, მაგრამ  ქართული კინოს ვარსკვლავი მოულოდნელად ჩაქრა 1953 წელს, ნატო ავიაკატასტროფაში  49 წლის ასაკში დაიღუპა. მისი სიკვდილის შესახებ ბევრი ჭორი დადიოდა. ამბობდნენ, რომ ნატომ სტალინს სიყვარულზე უარი უთხრა და მან ამიტომ მოაკვლევინაო. მისი ვაჟი, ელდარ შენგელაია  დედის სიკვდილის ამბავს ასე ჰყვება:

,, გამოჩენილი ხალხის გარშემო ყოველთვის გორდება ლეგენდები. ნატო არც ბერიას და არც სტალინს არ მოუკლავს. არანაირი კავშირი არაქვს მის სიკვდილთან არცერთს. დედას გარდაცვალება დაუდევრობით მოხდა.”

ცუდი ამინდი იყო,მაგრამ ფრინავმა მაინც გადაწყვიტა აფრენა, აჩქარებულმა მგზავრებმაც მხარი დაუჭირეს, ამის შედეგად კი ავიაკატასტროფა მოხდა. იმ ადგილას პატარა მემორიალიც დადგეს. უცნაური ბედი იყო – ნატოს მეუღლეც იმ ტყესთან ახლოს გარდაიცვალა გულის შეტევით, სადაც თვითმფრინავი ჩამოვარდა. ,,ნატო კახეთში იყო გაზრდილი და იქაურობა ძალიან უყვარდა. ყველზე და პურზე გიჟდებოდა. ღვინოზეც არამბობდა უარს. ალავერდის მოსახლეობა  მისი ცეკვის სანახავად იკრიბებოდა.  უყვარდა მისი ცეკვა ხალხს…’’ – ამბობს მისი ვაჟი ელდარ შენგელაია.

წყარო: ჟურნალი ,,სარკე

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი