საქართველოს სამეფო ტახტის მემკვიდრე ანა ბაგრატიონი citymagazine.ge-სთან დავით ბაგრატიონთან თავისი ქორწინების შესახებ საუბრობს. მიუხედავად იმისა რომ ქორწინება უიღბლო აღმოჩნდა ანა ბაგრატიონი ამ იდეას შეცდომად არ თვლის:
„არა, არ ვფიქრობ რომ იდეა შეცდომა იყო. შეცდომა იყო საკითხის არცოდნა და აქცენტების არასწორად დასმა გარკვეული წრეების მხრიდან. თუმცა, დღეს უკვე ეს ყველაფერი ლაგდება. ჩემი ქორწინება, სამწუხაროდ, უიღბლო, თუმცა საინტერესო და დიდი გამოცდილების მომცემი იყო. იმ პერიოდში გავიზარდე უფრო მეტად, შევიძინე უამრავი თვისება, რომელიც მანამდე არ მქონდა _ მოთმინება, დათმობა, ხასიათის სირბილე… ქორწინებამდეც რთული გზის გავლა მომიხდა ჩემს თავთან, ფაქტობრივად, უარი ვთქვი ჩემს ცხოვრებაზე, რომელიც მომწონდა, მიყვარდა და დავიწყე ახალ, სრულიად უცხო გარემოში არსებობა. მესმის, ძნელია 21-ე საუკუნეში მონარქიის რეკონსტრუქციისთვის გადადო თავი და ცხოვრება დაუკავშირო სრულიად უცხო ადამიანს, სხვა კულტურიდან მოსულს, მაგრამ არსებობს რაღაც, რასაც მეც ვერ ვხსნი დღემდე. საიდან მოვიდა მაშინ იმხელა ძალა და პასუხისმგებლობის გრძნობა. ერთი ვიცი, რომ დღესაც იგივეს გავაკეთებდი, რათა პატივი მიმეგო ჩემი ქვეყნის ისტორიისთვის და წინაპრებისთვის. უიღბლო ქორწინებამ უდიდესი ბედნიერება დამიტოვა ბატონიშვილი გიორგის დაბადებით.“- აცხადებს ანა ბაგრატიონი.

სრულად იხილეთ citymagazine.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი