რამდენიმე საათიანმა გადაუღებელმა წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში ლერმონტოვის ქუჩაზე. საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოები წყლით დაიტბორა და დღეს დილიდან მოსახლეობა ვერ ახერხებს გამოსვლას.

მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ყოველი წვიმის დროს პრობლემები ექმნებათ და არა ერთხელ მიმართეს ბათუმის მერიას, თუმცა პასუხი და შედეგი ვერ მიიღეს.

ლერმონტოვის ქუჩის მაცხოვრებეთა თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქუჩა რეაბილიტირებულია, სანიაღვრე და საკანალიზაციო სისიტემები მაინც გაუმართავია.

ბათუმის მერიაში ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი