საზოგადოება

ტურისტის თქმით, ჯუთაში ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯუთაში ზეთას მთაზე გაჩენილი ხანძარი სასტუმროს უახლოვდება. ინფორმაციას ერთ-ერთ ტურისტზე დაყრდნობით, სააგენტო „პირველი“ ავრცელებს.

ტურისტი ამბობს, რომ ჯუთაში გუშინ ხანძარი სხვა მთაზე გაჩნდა, დღეს დილიდან კი ცეცხლი მეორე მთას მოედო.

„ალპური ზონაა და ცეცხლი ბალახს უკიდია, მაგრამ სასტუმროსთან საკმაოდ ახლოს მოვიდა. გუშინ ცეცხლი სხვა მთას მოედო და მეხანძრეებმა ჩააქრეს. დღეს ახალი კერა გაჩნდა სხვა ადგილას. სადღაც შორს მთისკენ სამ ნიჩბიან ადამიანს ვხედავ, რომლებიც ცეცხლის კერებს მიწას აყრიან. ძლიერი ქარია და ცეცხლის სწრაფად მოემართება ჩვენსკენ, სასტუმროსკენ“, – ამბობს კიკალეიშვილი.

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯუთაში ხანძარი 23 სექტემბერს გაჩნდა.დამსვემებლების ინფორმაციით, ხანძარი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close