,,ჯორჯიან უეთერ ენდ ფაუერი” საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიან დაფინანსებას მიიღებს.

დღეს, 15 აგვისტოს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, ნიდერლანდების განვითარების ბანკმა (FMO) და გერმანიის საინვესტიციო და განვითარების საზოგადოებამ (DEG), ხელი გრძელვადიანი დაფინანსების ხელშეკრულებას მოაწერეს. კომპანია ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ხელშეკრულების თანახმად, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი FMO-სგან 40 მილიონი დოლარის მოცულობის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო DEG-სგან 25 მილიონი ევროს მოცულობის გრძელვადიან სესხს მიიღებს. აღნიშნული ფინანსური რესურსით კომპანია მასშტაბურ საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს. დაფინანსება გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის მოდერნიზაციას, წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციას და ბოდორნაჰესის მშენებლობას მოხმარდება.

  FMO ნიდერლანდების საფინანსო ინსტიტუტია, რომელიც ინვესტირებას განვითარებადი ქვეყნების კერძო სექტორში ახდენს. რაც შეეხება DEG-ს, ორგანიზაცია თავის მხრივ ევროპის უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტის KfW–ის შვილობილია და განვითარებად ქვეყნებში კერძო კომპანიებს აფინანსებს. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალური დირექტორი, გიორგი ცხადაძე აღნიშნავს, რომ მიღებული თანხებით ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტებს განახორციელებს. საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა წყალმომარაგების სფეროს განვითარებას და რიგითი მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უზრუნველყოფს. ხელმოწერის ცერემონიალს, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში საქართველოს მთავრობის პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, გერმანიის საელჩოს პირველი პირები და სხვა წარმომადგენლობითი სტუმრები ესწრებოდნენ.

საქართველოს მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ აღნიშნული დაფინანსება ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს ახალ შესაძლებლობებს მისცემს. ,,საქართველო წყლით მდიდარი ქვეყანაა. თუმცა სასმელად ვარგისი წყლის მომხმარებლამდე მიტანა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გარეშე წარმოუდგენელია. ჩვენ უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ მსგავს პროექტებს და დიდ ყურადღებას ვაქცევთ მათ განხორციელებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული ცხოვრებისთვის აუცილებელი კომუნალური პირობებით, იქნება ეს წყალმომარაგება, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება.” – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვლმა.

ახლა რაც შეეხება თავად კომპანია ,, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს”, რომელმაც 60 მლნ ევროს ოდენობის გრძელვადიანი დაფინანსება უნდა მიიღოს. რამდენად სანდოა კომპანია იმასთან დაკავშირებით, რომ მიღებულ თანხებს რეალურად გამოიყენებს ხალხისთვის ღირებული პროექტების განსახორციელებდად?  როგორც ცნობილია, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კრედიტორები სახელმწიფო სტრუქტურები არიან, კომპანიის მესაკუთრე კი არის ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანია „ჯორჯიან გლობალ იუთილითიზი“, რომლის მეპატრონე ჩვენთვის ცნობილი არ არის. ეს ,,პრივოლეგიები” კომპანიას ბევრ საკითხში ეხმარება. მაგალითაც იმაში, რომ გაერთიანებული ტარიფების დახმარებით (თბილისში, წყლის გადასახადზე მიბმულია დენისა და ნარჩენების გატანის გადასახადი და ვინც წყლის გადასახადს არ გადაიხდის, ის ავტომატურად რჩება ელექტროენერგიის გარეშე- რედ.) მოსახლეობიდან ადვილად ახერხებს გადასახადების ამოღებას. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ის ვერ ასრულებს მოსახლეობისთვის მიცემულ პირობას და ვერ უზრუნველყოფს თბილისის უბნების წყლით მომარაგებას, გადასახადს არაფერი აკლდება, ანუ ურთიერთობა არის კაბალური. თუმცა ხელისუფლება ეგუება ხალხის ჩაგვრას კომპანიის მიერ. მეტიც, დაუსჯელობით კიდევ უფრო ახალისებს მას.

ამგვარი კომპანიის ,,წარმატებები” ფინანსურ სფეროში  ნამდვილად გასაოცარია. ხელისუფების წარმომადგენლების ფაციფუცი კომპანიის გარშემო კი მოსახლეობას ბევრ კითხვის ნიშანს უჩენს.

ახლა კი რას ფიქრობს ხალხი კომპანიაზე, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლება და გარკვეული დონორი ორგანიზაციები თვლიან წარმატებულად. შორს არ წავალთ და შემოგთავაზებთ კომპანია GWP-ს  ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ თბილისის რამდენიმე შეწუხებელი მაცხოვრებლის კომენტარს, რომელსაც ალბათ ხელისუფლებაც უნდა იცნობდეს და დამფინანსებელიც:

მელი ოქროშიაშვილი: ნუ კარგი, გავიგეთ რომ ზიანდება რაღაც ადგილები და აკეთებთ, მაგრამ წლებია ასე ხდება და სულ სხვადასხვა ადგილი არა მგონია, რომ ზიანდებოდეს. გასაკეთებლად რომ უშვებთ ,,ბრიგადას” ან თავზე დაადექით, ან შეამოწმეთ ხოლმე როგორ აკეთებენ.. არ ინტერესდებით მაინც? მართლაა სირცხვილია უკვე!!!

.

Gvantsa Chigogidze : გენაცვალეთ პუნქტულურობაში. 15:16 არის ახლა თბილისის დროით და
წყალი არ გვაქვს. აბა ესაა 15 საათზე მოვაო?  2 საათზე გკითხეს და 1 საათში მოვაო. რაებს ბოდავთ თქვენ…

.

Gvantsa Chigogidze : ნეტავ თქვენ გაიღვიძებდეთ უწყლობაში, აი ამ ჩახუთულ სიცხეში… უდამპლესი კომპანია ხართ, უდამპლესი. რომ იწვოდეთ არ ჩაგაქრობდით

.

Mariam Londaridzeთქვე ნაგვებო, რომელ დილით. სადააა წყალი თქვენ დაგელიათ სულები უწყლოდ. ამ ზაფხულში ამდენი ხნით რომ ნახევარ ქალაქს ტოვებთ უწყლოდ. ერთი იდიოტი დააყუდეთ და ვითომ მთელი ღამე მუშაობდით. წყალს ნატრობდეთ და წყალი არავინ მოგაწოდოთ ისე მოიქცეს თქვენი საქმე. გადადახადი ერთი წუთი რომ დააგვიანოს ადამიანმა, სინათლესაც უთიშავთ. არაადამიანებო…

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი