ავარიის შედეგად ტრაპიზონში საქართველოს მოქალაქეები დაშავდნენ. პირველადი ინფორმაცით, მიკროავტობუსი ცენტრალურ მაგისტრალზე ამობრუნდა. ამ ეტაპზე უცნობია, რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა. სამარშრუტო ტაქსში ​საქართველოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.

ტრაპიზონის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანა.

ჩვენი ინფორმაციით საქართველოს ერთი  მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. აჭარის მაუწყებელი ტრაპზონში საქართველოს გენერალურ საკონსულოსთან აზუსტებს ინფორმაციას.

ერთი კვირის წინ, 7 აგვისტოს, ტრაპიზონში კიდევ ერთი ავარია მოხდა.  ქართული სანომრე ნიშნის  მიკროავტობუსი  უკანა მხრიდან მსუბუქი ავტომობილს დაეჯახა. შეჯახების  შედეგად, მსუბუქად დაშავდა საქართველოს ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ოპერატიულად ჩაუტარდათ  სამედიცინო დახმარება.

https://www.youtube.com/watch?v=aXxpmTrFzIs&feature=youtu.be

წყარო: http://ajaratv.ge

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი