,,ეს ადამიანი გახლავთ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სახელმწიფო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ბატონი გია თვალავაძე.  ის დღეს იმყოფება პატიმრობაში;

როგორც იურისტს, შემიძლია განვაცხადო, რომ ის დაკავებული გახლავთ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე; მის მიმართ გამოტანილი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების განჩინება კი სრულიად დაუსაბუთებელია.

ბატონი გია იყო ერთ-ერთი ყველაზე წესიერი საჯარო მოხელე, ვინც კი ამ ქვეყანას ჰყოლია; ადამიანი, რომელიც მუდამ ეხმარებოდა სხვებს სრულიად უანგაროდ;

დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ის გადაიყვანეს პენიტენციური დაწესებულებიდან საავადმყოფოში;

ისმის კითხვა: ვის ინტერესში უნდა შედიოდეს ამ გამორჩეულად ღირსეული ადამიანის პატიმრობაში ყოფნა?” _ წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი