,,დღეს, ოფიციალურად გაფორმდა შეთანხმება ქვეყნისთვის საბედისწერო ოლიგარქიულ ივანიშვილი-პატარკაციშვილების ოჯახებს შორის, რომლის შესაბამისადაც პენსიონერების გატყავებით ცნობილი ,,ლიბერთი ბანკი” პენსიონერებთან ერთად საძარცვავად გადაეცა პატარკაციშვილების ოჯახს .

ეს მზაკვრული გარიგება დაკავშირებილია ერთ დროს ხალხის იმედად ცნობილ ტელეკომპანია ,,იმედთან,“ რომელიც დღეს ივანიშვილის იმედად არის ქცეული და ემსახურება მის ოლიგარქიულ მართველობას. ეს ბანკი პენსიონერებისა და სოცდაუცველების ძარცვის ხარჯზე 200 მლნ-იან მოგებას ნახულობს, რომელიც ამის შემდეგ ოლიგარქიული ოჯახების ფარულ ანგარიშებს შეავსებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, მოხდება ლიბერთი ბანკის ნაციონალიზაცია, ხოლო ოლიგარქების მიერ მითვისებული თანხები უკან დაუბრუნდება პენსიონერებსა და გაჭირვებულ მოსახლეობას” _ აცხადებს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი გუგავა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი