საზოგადოება

,,ახლა დასხედით ივანიშვილის სასახლესთან და თვითონ იბრძოლეთ თქვენი ღირსების დაბრუნებისთვის”

ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი ტაქსის მძღოლებს მიმართავს:

_ (ყველას არ ეხება) ბატონო ტაქსის მძღოლებო, ხომ ხართ ახლა ღირსები და საკუთარი უბედურების მჭედელნი. გახსოვთ, როგორ ქაქანებდთ ბიძინა-კალაძე-ოცნების სიდიადეზე, ხოლო ბევრი თქვენგანი რა ბინძურ ჭორებს ავრცელებდა ჩემზე უშიშროების დავალებით, კლიენტებთან, რომ მე ვარ მილიონერი, საკრებულო დავუთმე და გავყიდე და სხვა სიბინძურეები.

ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებიდან დღემდე ჩასაფრებული ვიყავით მე, მთელი ლეიბორისტული პარტია, რათა თქვენთვის გადასახადი არავის დაეწესებინა, არავის დაეჩაგრეთ. თქვენ ფურთხით გადაგვიხადეთ სიკეთე და სიყვარული. შედეგმაც არ დააყოვნა. მონა და გაყიდული არავის უყვარს. ახლა კეთილი ინებეთ, დასხედით ივანიშვილის სასახლესთან და თვითონ იბრძოლეთ თქვენი ღირსების დაბრუნებისთვის. ჩვენი იმედი ნუ გექნებათ.

შეგახსებენთ, რომ თბილისის სატრანსპორტო სისტემაში გარკვეული ცვლილებები  იგეგმება. თბილისის მთავრობას მიაჩნია, რომ სატრანსპორტო ნაკადების ეფექტიანი მართვისთვის, ტაქსების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა საჭირო. ამიტომ, ეტაპობრივად, გარკვეული სტანდარტები დამკვიდრდება. მანამდე კი ტაქსებისთვის ტაქსის სერვისის განხორციელებისთვის ნებართვის აღება გახდება აუცილებელი.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close