ლევან ნათალიშვილი, ამერიკაში მოღვაწე ადვოკატი:

_ სამშაბათს ტრამპი წარდგა კონგრესის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით თავისი ადმინისტრაციის სამომავლო ხედვის და კანონმდებლობითი გეგმების შესახებ. კონგრესი მის საიმიგრაციო გეგმებს საკმაოდ ცივად შეხვდა.
ორივე მხარის კანონმდებლებმა იმუშავეს, რომ შეეკოწიწებინათ კანონი, რომელიც გაარკვევდა DACA პროგრამის მონაწილე იმიგრანტების ბედს სხვა რეფორმებთან ერთად, რომლებიც ასე ძვირფასია ტრამპისთვის, მათ შორის ჯაჭვური მიგრაციის შემცირება და გრინ ქარდის გაუქმება.

გასულ კვირას თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა თავისი საიმიგრაციო რეფორმის “ოთხი სვეტი”: გზა მოქალაქეობისკენ იმ 1,8 მილიონი DACA პროგრამის ან ამ პროგრამის პოტენციური მონაწილეებისთვის; $25 მილიარდი მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობისთვის; ვიზა ლატარიის გაუქმება და დამსახურებებზე დაფუძნებული სისტემის შექმნა; და ოჯახის გაერთიანების დაშვება მხოლოდ მეუღლეებისთვის და არასრულწლოვანი შვილებისთვის.
ამ გეგმამ მძაფრი რეაქცია გამოიწვია როგორც კონსერვატორ რესპუბლიკელებში, ისე ორივე პალატის დემოკრატებში.

შესაძლოა, ტრამპის გამოსვლის ყველაზე დრამატული მომენტი იყო, როცა მან განაცხადა, “ბირთვული ოჯახის დაცვის” პირობა არის ჯაჭვური მიგრაციის შეჩერება.

“ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ნიუ იორკში მომხდარი ორი ტერორისტული აქტის განხორციელება შესაძლებელი გახდა … ჯაჭვური მიგრაციის გამო.” ამ განცხადებამ დემოკრატების აღშფოთება და კაკაფონია გამოიწვია. უმცირესობის ლიდერი, ნენსი პელოსი, იძულებული გახდა ამდგარიყო, რათა ისინი დაეწყნარებინა. “ამან მაჩვენა, რომ არავითარი მორიგება DACA-ს შესახებ არ შედგება.” – დამიმესიჯა რესპუბლიკელების ლიდერის მთავარმა დამხმარემ.

“მას შეეძლო გამოეყენებინა უფრო სტრატეგიული ტონი იმიგრაციასთან დაკავშირებით. როცა ტრამპი ლაპარაკობს ჯაჭვური მიგრაციის და ღია საზღვრების საფრთხეებზე, თუნდაც მის სიტყვებში ჭეშმარიტების მარცვლები იყოს, ის დემოკრატებს ეხმარება რომ იგი წარმოადგინონ როგორც შიშის მთესველი.”

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი