დალოცვილია ექიმის საქმე!!
დღეს კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ საექიმო საქმე გამჩენისაგანაა ნაკურთხი. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ ერთი არაჩვეულებრივი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკეთესობით და მარტო ვერ დავიტევ, მინდა გიამბოთ.
ეს ამბავი 2 კვირის წინ დაიწყო, ჩემს პირად ექიმსა და დიდი ხნის მეგობარს, მანანა ჩოკორაიას სამკურნალო ცენტრში შევურბინე, მომენატრა და თან ვიფიქრე, დროა, საკუთარ ჯანმრთელობაზეც ვიფიქრო თქო. კლინიკაში დამხვდა, მასთან პაციენტების სიმრავლეს ჩვეული ვარ, მათ შორის რთული პაციენტებისაც, მაგრამ ახლა უჩვეულო სიხალვათე დამხვდა. მხოლოდ ერთი ბავშვი და მისი ახლობლები იყვნენ. მანანამ თვითონვე მიპასუხა, ვიდრე ვიკითხავდი – ირინა, მძიმე პაციენტია, განსაკუთრებული შემთხვევა და მარტო მივიღე, ყველა პაციენტი გვიან დავიბარეო. გავიხედე და რას ვხედავ, ანგელოზი ბიჭი, დიდი ზღვისფერი თვალებით, ასე ათიოდე წლისა იქნებოდა, იწვა სრულიად უმწეოდ, ხელები უსიცოცხლოდ ჩამოყრილი, ფეხები გვერდზე გადაყრილი, მომჩვარეული, დაწვრილებული – სრული ამოვარდნილობა, ბავშვი ვერ ჯდება, თავს ვერ იჭერს და გაუთავებლად ტირის… მასთან ერთად ტირის დედა, ტირის ბებია, გარეთ კი ბაბუა ჩაუქრობლად ეწევა სიგარეტს…

უფ!!!! გამისკდა გული, 12 წელი პრაქტიკოს ექიმად ვიმუშავე და ჯერ ვერ მივეჩვიე ავადმყოფის მოსმენას ცივი გონებით – ყველაფერი გულთან მიმაქვს, მითუმეთეს ბავშვი – სულ რაღაც 10 წლის. ძლივს წამოაჯინეს, ზურგსუკან დედა შეუდგა, თავი დაიჭირე!! – ხმამაღლა უთხრა მანანამ. ვერა!! თავი უკან გადავარდა… ხელი დამარტყი – ვერა! ხელი ძლივს აიღო და უაზროდ ძლივს გაიქნია ატირებულმა ბავშვა. – არ მინდა ასე რომ ვარ!!!!!!!!!!! ღრიალებს ბიჭი, ცრემლები მომადგა, ამას ვერა კაცი ვერ გაუძლებდა. მანანას ჩვეული სიმშვიდით ეჭირა თავი, მაგრამ მაინც შევატყვე – ღელავდა შინაგანად, თან პატარა არ ემორჩილებოდა. – არ მატკინო!!! არ მინდა!!!
ცოდვა გამხელილი სჯობს და ვინანე, რაღა დღეს მოვედი, ხომ ვიცი ჩემი თავის ამბავი, გული გამისკდება ამ ბავშვის და დედის საცოდაობით.
– ნუ ჩხუბობ, ისევ შეუძახა მანანამ, – დამარტყი!! და ხელი მიუშვირა. ისევ ვერა, ბავშვი ვერცერთ კიდურს ვერ იმორჩილებს. გამოვედი ოთახიდან, შევეცადე თვალი მომერიდებინა. მაგრამ თვალი უკვე ცრემლებით მქონდა სავსე.. რას მოარიდებ, სად გაიქცევი, რეალობა საშინელია – აცრის შემდგომი პოლინეიროპათია. ანუ, ნერვ–კუნთოვანი უკმარისობა, პირველ რიგში ნერვული და მერე კუნთოვანი სისტემის დაზიანებით. ვიდრე მანანასთან მოვიდოდნენ, სად არ იყვნენ, თურქეთშიც კი, რადგან თავდაპირველად გენეტიკურ პათოლოგიაზე ფიქრობდნენ. რამდენი ფული, რამდენი ნერვები, იმედისა და უიმედობის უამრავი წამი… და ასე რამდენიმე წელი გავიდა, ხელ–ფეხმა განლევა და დაწვრილება დაიწყო, აბა რა იქნებოდა ამდენი ხნის უმოძრაობის შემდეგ.
– სად შემიძლია მე შენ ასეთს გიყურო, მაცალე დედიკო, მოითმინე გენაცვალე– უკვე შორიდან მესმოდა მანანას ხმა ეზოში ამოსასუნთქად გასულს.
– არ მინდა, მეტკინა, დედიკო.. ექიმო… არ მინდა ასე რომ ვარ!!! – გაჰყვიროდა ბავშვი. ვაიმე, შვილო, ნეტა ახლა არ მოვსულიყავი და ეს არ მენახა..
პატარა ბიჭის განწირული ხმა დიდხანს მედგა ყურებში, ღმერთო ყველა დედას კარგად უმყოფე თავისი შვილი!
დღეს ისევ შევიარე მანანასთან და ისევ პატარა ნიკოლოზი დამხვდა, დედასთან და ბებასთან ერთად.
თვალებს არ ვუჯერებდი, ნიკოლოზი დამოუკიდებლად იჯდა სავარძელში, ხელიც კი გამომიწოდა კაცურად ჩამოსართმევად. ვერ მოვითმინე, ჩევეხუტე და ჩავკოცნე, გონერი ბავშვია და მიხვდა, რომ ახლა მიხაროდა და მიყვარდა, მიხაროდა, რომ უკეთ იყო.
ირინა, ვერ წარმოიდგენ როგორი შედეგი გვაქვს, დამოუკიდებლად ჯდება, ხელები გვემორჩლება, ფეხებზე უკეტესობაა, ბედნიერმა გამომძახა მანანამ მისაღები ოთახიდან. დედა ფრინავდა სიხარულით, შავებში ჩაცმულ ბებოს თვალზე ცრემლი მოადგა, რომ გადავეხვიე და უკეთესობა მივულოცე.
– მანანა ექიმი ღმერთად გამოგვიჩნდა, სასწაული გააკეთა!!– გაბზარული ხმით მითხრა დედამ.. ვერ აგიწერთ მის ბედნიერ ღიმილს, რა ცოტა კმარა დედის სიხარულისთვის, არ მაქვს მაგდენი სიტყვა, ვერ აგიწერთ – ვინც დედაა, ის მიხვდება..
– ნიკოლოზი იღიმოდა, ხომ დამპატიჟებმეთქი შენს ქორწილში, – კიო შემომცინა.
– ნიკოლოზმა გუშინ მითრა, ჩემს ექიმს შოკოლადი უყვარს და რომ გავიზრდები შოკოლადის სახლი უნდა აუშენოო – ღიმილით მითხრა დედამ..
დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, 10 წლის ნიკოლოზი უკეთაა!!!!
მანანა ჩოკორაია, შენ დაგელოცოს მარჯვენა, შენ მოგემართოს ხელი, შენ იყავი ბედნიერი შენი ულამაზესი შვილ–მომავლით, მიყვარხარ და მეამაყები კოლეგა, ასე გულით რომ არ მიდგომოდი ნიკოლოზის მკურნალობას, მხოლოდ გონებით ამდენს ვერ იზამდი..
P.S. მანანა, ზუსტად ვიცი, ნიკოლოზის დაპირებული შოკოლადის სახლი, ანგელოზის ნათქვამი მადლობაა ღვთის წინაშე, ჰოდა შეიწიროს უფალმა შენი სიბრძნე და სიკეთე მანანა ჩოკორაია!!
  ირინა ბიბილეიშვილი იოსებაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი