შვედეთის სამეფო ინსტიტუტის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ჯანმრთელი ტვინის შესანარჩუნებლად, საუკეთესო დიეტა სკანდინავიურია. ამის შესახებ ვრცლად გამოცემა The Times-ი წერს.

კვლევაში მონაწილეობა 2223 ადამიანმა მიიღო. შედეგებმა აჩვენა, რომ ის ვინც “ვიკინგების დიეტას” იცავდა, დემენციისა და ალცჰაიმერის განვითარების რისკი გაცილებით დაბალი ჰქონდა, ვიდრე სხვებს.

სკანდინავიურ დიეტაში შედის თევზი, ბოსტნეული, ხილი, ბრინჯი, ქათამი. მასში თითქმის არ შედის კარტოფილი და მარცვლეულის პროდუქცია. დასაშვებია  ზომიერად ღვინის მიღება. 

კომენტარები
Загрузка...