ჯანდაცვის სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის შესახებ საზოგადოებამ ზუსტად არ იცის, რა მომსახურებები არ ანაზღაურდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში.

სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამა არ აფინანსებს სამედიცინო ჩვენებისა და ექიმის დანიშნულების გარეშე მკურნალობას, თვითმკურნალობას; საზღვარგარეთ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯებს; სანატორიულ-კურორტული მკურნალობას; ესთეტიკური ქირურგიას, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობას; სექსუალური დარღვევების, უშვილობის მკურნალობის ხარჯებს; ვირუსული ჰეპატიტის სპეციფიკურ ანტივირუსულ მკურნალობასთან დაკავშირებული ხარჯებს; ორგანოთა ტრანსპლანტაციის, აგრეთვე ეგზოპროთეზირების ხარჯებს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, დაფინანასების შემთხვევაში, დაყოვნება არ ხდება 2 თვეზე მეტ ხანს, საკითხის დეტალურად შესასწავლად საჭიროა პირმა მიმართოს საყოველთაო ჯანდაცვის სერვის-ცენტრს და დაუყოვნებლივ გაიგებს, რატომ დაგვიანდა პასუხი. არის გარკევული კოდები რომლებიც არ ფინანსდება და არის კოდები რომლებიც ჩვეულებრივ ფინანსდება და  ა.შ.

წყარო: imedinews.ge

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი