მანჩესტერის ტერაქტში ეჭვმიტანილმა სალმან აბედიმ, ბომბი იმ ინსტრუქციით ააწყო, რომელიც YouTube-ზე ნახა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიებით, სამართალდამცველები აცხადებდნენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა, გამოცდილმა სპეციალისტმა ააწყო. გარდა ამისა, აბედიმ ინტერნეტიდან გადმოწერა ცნობები იმ ქიმიური ნივთიერებების შესახებ, რომლებიც ბომბს სჭირდებოდა.

მანჩესტერში ტერაქტი 22 მაისს, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე, არიანა გრანდის კონცერტზე მოხდა. აფეთქების დროს 22 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 12 ბავშვია. დაშავდა 59 ადამიანი.

მთავარი ეჭვმიტანილი – სალმან აბედია. სამართალდამცავმა ორგანოებმა აბედის სატელეფონო ზარები, ასევე, სათვალთვალო კამერების დახმარებით, 18 მაისიდან 22 მაისამდე დამნაშავის გადაადგილების ტრაექტორია შეისწავლეს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ლიბიიდან დაბრუნების შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა აბედიმ დამოუკიდებლად დაამზადა.

Imedinews.ge

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი