“ყველა ერთად გაგიჟდა?” _ ასე ეხმურებიან მოქალაქეები სოციალურ ქსელში ტერაქტებს, რომლებიც დღეს განხორციელდა თურქეთსა და გერმანიაში.

ანკარაში რუსეთის ელჩის მკვლელობიდან ერთ საათში, საშინელი ინციდენტი მოხდა გერმანიაშიც. ბერლინის ბაზრობაზე მყოფ მოქალაქეებს სატვირთო ავტომანქანამ გადაუარა. მსხვერპლის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. არიან დაჭრილები, რამდენიმე ადამიანი მანქანის ქვეშ მოყვა. წინასწარი მონაცემებით ეს ტერაქტი იყო. BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი