პოპულარული ტელესერიალების „ხელოვნური სუნთქვის“ შეწყვეტის მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა. ასე განაცხადა პოპულარული ტელესერიალების: „ჩემი ცოლის დაქალების“ და “ხელოვნური სუნთქვის” პროდიუსერმა ირაკლი საღინაძემ პრაიმ ტაიმთან საუბრის დროს:

“არხის ფინანსური პრობლემები, მთლიანობაში ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემები, რაც აისახა სარეკლამო ბაზრის ვარდნაში და შესაბამისად ტელევიზიების და სატელევიზიო სივრცეში მოქმედ კომპანიებზე. სამწუხაროდ ფინასური პრობლემების გამო, იძულებულნი ვართ შევაჩეროთ “ხელოვნური სუნთქვა” და დაველოდოთ უკეთეს პერიოდს, როდესაც შესაძლებელი იქნება ამ პროექტის დაფინანსება. სამწუხაროდ, ეს სერიალი ჯერ სტარტის ეტაპზეა და პირველი ორი სეზონი საკმარისი არ აღმოჩნდა იმისათვის, რომ პროექტი თვითკმარი და კომერციულად გამართლებული გამხდარიყო. დღეს, არც რუსთავი 2-ს და არც “ფორმულა კრეატივს” არ აქვს საშუალება დოტაციური პროექტი აწარმოოს“. საღინაძის თქმით, ხელოვნური სუნთქვისგან განსხვავებით, სერიალი „ჩემი ცოლის დაქალები“ თვითკმარი პროექტია და აქვს საშუალება შეინახოს საკუთარი თავი, შესაბამისად მას შეწყვეტის საფრთხე არ ემუქრება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი