სიღნაღის რაიონი სოფ. ვაქირის იოანე ნათლისმცემლის ტაძარი კახეთში, სიდიდით ალავერდის ტაძრის შემდეგ მოდის და ნათლისმცემლობის დღესასწაულები კახეთის ზონაში აქ განსაკუთრებულად აღინიშნებოდა. დიდმოწამე ქეთევან დედოფალი, განჯაში (მძევლად) გამგზავრებამდე შეჩერებულა და მხურვალედ ულოცია ამ ტაძარში.

კომუნისტების პერიოდში, ტაძარი, ჯერ კოლმეურნეობის საწყობად გამოიყენებოდა და შემდგომ ისტორიულ ძეგლთა სიაში უმოქმედოდ განაგრძობდა არსებობას. ტაძრის გარეშემო უამრავი სასულიერო პირის საკრძალი იყო (ნანობაშვილების, გზირიშვილების, ბაზერაშვილების…), რომელიც ძეგლთა დაცვამ რესტავრაციის შემდეგ ხევში გადაყარა.

ტაძარი, ბოლო ოციოდე წელია რაც გაიხსნა და ჩვეულებისამებრ აღევლინება მღვდელმსახურება. იგი მდებარეობს ბოდბის ეპარქიაში _ ეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი). მღვდელმსახურებას ეწევა ამავე სოფლის მკვიდრი, ახალგაზრდა მოძღვარი _ მამა გიორგი (სარდალიშვილი).  ტაძარი დღითიდღე შენდება და მშვენდება.

იოანე ნათლისმცემლის მეოხება არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს!

(ფოტო: ზ. ნანობაშვილის)

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი