საზოგადოება

,,ტატუნაშვილის დაკრძალვაზე ივანიშვილი კედელ-კედელ, მინდორ-მინდორ გაექცა პრესას”

შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:

_ დღეს ქვეყნიერებამ იხილა, რომ ერის მესიად და გადამრჩენად არჩეულ-მოვლენილმა ივანიშვილმა, არჩილ ტატუნაშვილის დაკრძალვაზე მოსკოვის შიშით არა თუ კომენტარი არ გააკეთა, არამედ კედელ-კედელ, მინდორ-მინდორ სამარცხვინოდ გაექცა პრესას. სამძიმარს მაინც რა ედგა წინ, თუნდაც ორი სიტყვით, მაგრამ მთელი ეს პროცესი მიმართული იყო იქით, რომ რამენაირად არ გაღვივებულიყო მუხტი ხალხის თავმოყრით. სწორედ ამიტომ არ გამოაცხადეს გლოვა, არ დაუშვეს დროშები, არ გადაასვენეს სვეტიცხოველში ან სამების საკათედრო ტაძარში ცხედარი და კაცს, რომელმაც გმირულად გასწირა სიცოცხლე, საშინელი წამებითაც კი არ გატყდა და არ მოაწერა ხელი რაიმე ჩვენებას მტერთა შედგენილს მიანიჭეს არა გმირის წოდება, არამედ დააჯილდოვეს სხვა კატეგორიით.

მთავარია, მთელმა საქართველომ დაიტირა თავისი გმირი. დიახ ისტორიის შემოქმედი ჩვენი ხალხია და არა მედროვე-პარაზიტები.

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
Close