დღეს ჰარი პოტერის პირველი წიგნის გამოსვლიდან ზუსტად 20 წელი გავიდა.

,,20 წლის წინ პირველად ხელში დავიჭირე წიგნი, რომელიც ჩემთვის ყველაფერია”, – ამბობს BBC-თან ინტერვიუში ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი. ,,ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა”​ 1997 წელს გამოიცა.

ჰარი პოტერის ყველა წიგნი, რომელიც ჯოან როულინგმა დაწერა მსოფლიო ბესტსელერად იქცა. მისმა გაყიდვებმა რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა და ბევრი ჩვენგანის სამაგიდო წიგნი გახდა.

ჯოან როულინგის წიგნების საერთო ტირაჟი 400 მილიონ ეგზემპლარს აღემატება. 2004 წელს ჟურნალმა ,,ფორბსმა” მისი ქონება 576 მილიონ ბრიტანულ სტერლინგად შეაფასა. იგი პირველია ქალია, რომელმაც წიგნების წერით 1 მილიარდი დოლარი იშოვა.

ჰარი პოტერი ცნობილია, როგორც ყველაზე სწრაფად გაყიდვადი წიგნი მსოფლიოში.

​ჩვენ გთავაზობთ ტატუებს, რომელიც ჰარი პოტერის ისტორიებიდანაა ინსპირირებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი