ზურაბ თოდუა, ადვოკატი:

_ ცრუ დაპირება პოლიტპატიმრების მიმართ

ხელისუფლებაში უხვი დაპირებებით მისულმა პოლიტიკურმა ძალამ, „ქართულმა ოცნებამ“, 2012 წლის 28 დეკემბრის კანონით ამნისტიის შესახებ 187 პატიმარს მიაკუთვნა პოლიტპატიმრის სტატუსი და გაათავისუფლა პატიმრობიდან. ამ კატეგორიის პირებს შეპირდა მათ მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმეების გადასინჯვას და სამართლიანობის აღდგენას.

ამ მიზნით, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა კიდევაც სპეციალური დეპარტამენტი, რომელსაც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინში მყოფი პირები მოხერხებულ სახელს – სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტს ეძახიან. უნდა ითქვა, რომ ეს დეპარტამენტი საკმაოდ ძვირადღირებული დაწესებულებაა მთავარ პოროკურატურაში მისი ბიუჯეტით და რესურსებით.

პოლიტპატიმრების უხვი საჩივრები ზემოხსენებულ დეპარტამენტში, წინა ხელისუფლების დროინდელი დამოკიდებულებით, კაბინეტოდან კაბინეტში ბურთაობის საგანი გახდა, გარდა სულ რამდენიმე საქმისა. ამ დეპარტამენტის მიერ სასამართლოში არ წარმართულა არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე და არ აღდგენილა სამართლიანობა.

საპროცესო კანონმდებლობის 310-ე მუხლში სათანადო ცვლილებაც კი შევიდა, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიეცა უფლება კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვისა თუ იქნებოდა წარდგენილი ახალი ფაქტი ან მტკიცებულება  პროკურორის მიერ მსჯავრდებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მისი უფლებების დარღვევების შესახებ.

ამავე მუხლის ერთ-ერთი პუნქტი კი სააპელაციო სასამართლოს, 2018 წლის 01 ივლისამდე აძლევდა უფლებას, გადაესინჯა განაჩენი თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი იქნებოდა ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი სასამართლოსათვის და რომლითაც მტკიცდებოდა მსჯავრდებულის უდანაშაულობა.

თითქმის ყველა პოლიტპატიმარმა ისარგებლა ზემოდასახელებული უფლებებით, სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტის უნიათობის გამო კი საქმეები არ წარიმართა სასამართლოში. ამ უკანასკნელი გარემოების გამო, სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე პოლიტპატიმრებმა სააპელაციო სასამართლოს თვითონ მიმართეს თავ-თავიანთი საჩივრებით.  სასამართლომ ბევრი მათგანი მიიღო კიდევაც წარმოებაში და დაიწყო განხილვები. არც ერთი ამ კატეგორიის საქმე ჯერჯერობით არ მისულა უზენაეს სასამართლომდე, გარდა ერთისა, რომლებზეც უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული  გადაწყვეტილება   პირდაპირ ადასტურებს სახელისუფლებო სიცრუეს პოლიტპატიმრების მიმართ, რომ მათ, მათთვის სპეციალურად შექმნილი დეპარტამენტის მეშვეობით ექნებოდათ შესაძლებლობა, აღედგინათ სამართლიანობა და თუ ამ გზით ვერ მიაღწევდნენ საწადელს, სააპელაციო სასამართლო განიხილავდა მათ საჩივრებს.

კერძოდ,  2018 წლის 17 ოქტომბერს, უზენაესმა სასამართლომ მის განჩინებაში აღნიშნა, რომ: „საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სხვადასხვა თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილი დანაშაული და მტკიცებულებათა სიყალბე, რის შესახებაც აპელირებს ადვოკატი, დადასტურებული უნდა იყოს სასამართთლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით, რაც შუამდგომლობის ავტორს არ წარმოუდგენია“.

ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე პირების უფლებები სასამართლოს მეშვეობით შესაძლებელია აღდგენილ იქნას მხოლოდ ერთადერთ შემთხვევაში, თუ ისინი სასამართლოს წარუდგენენ თანამდებობის პირების მიერ (იგულისხმება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები)   ჩადენილი დანაშაულის შესახებ კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენებს.

ასეთი განაჩენის დაყენება მხოლოდ მთავარი პროკურატურის ნებით არის შესაძლებელი. ანუ მთავარ პროკურატურას უნდა ემხილებინა ის პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც ძლადობდნენ პატიმრებზე, აყალბებდნენ მტკიცებულებებს და ასეთი გზით საპყრობილეებში კეტავდნენ პირებს და ეუფლებოდნენ მათ ქონებებს.

არც ერთ ადვოკატს, პოლიტპატიმარს ასეთი მტკიცებულების წარდგენა არ  შეუძლია. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლებამ მწარედ მაოტყუა პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირები. სხვა შედეგიც არ იყო მოსალოდნელი, რამეთუ ის პროკურორები, გამომძიებლები, რომლებიც პატიმრების წამების უშუალო ხელძღვანელები იყვნენ არა თუ დარჩნენ თანამდებობებზე, არამედ ზოგიერთი მათგანი დაწინაურებულიც კია მთავარ პროკრატურაში (კოჰაბიტაცია). ასეთი დამოკიდებულებით, საიდან უნდა მოიპოვოს პოლიტპატიმარმა თანამდებეობის პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ეს შეუძლებელია.

ალბათობის მაღალი ხარისხით ვაცხადებ, რომ ყველა იმ პოლიტპატიმრის საქმე, რომლის განხილვაც მიმდინარეობს სააპელაციო სასამართლოში, საბოლოო შედეგად ელოდებათ უზენაესი სასამართლოს  ზემოხსენებული პრაქტიკა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი