სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ დღეში ჩატარებული ინსპექტირების შედეგად, 38 კვების ობიექტიდან ექვსს საწარმოო პროცესი შეუჩერა და 1 000 ლარით დააჯარიმა.

“საზოგადოებრივის” ინფორმაციით, ინსპექტირების ფარგლებში, გიორგი ახვლედიანის (ყოფილი პეროვსაკიას), ქიაჩელისა და კოსტავაზე ქუჩაზე მდებარე 38 კვების ობიექტი შეამოწმა. საზოგადოებრივი კვების ობიექტებიდან 10-ს სხვადასხვა დარღვევები აღმოუჩინეს და დააჯარიმეს. ექვს კვების ობიექტში კი, ინსპექტირებისას კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა, სადაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საწარმოო პროცესი შეაჩერა და ბარ-რესტორნები 1 000 ლარით დააჯარიმა.
“სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო კონტროლს და განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებს ისეთ ობიექტებზე, სადაც დიდია აქტივობა, როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ჩამოსული ტურისტების. დღეს შევამოწმეთ 38 ბიზნეს ოპერატორი აქედან ექვს მათგანს გამოუვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა, რის გამოც მათ შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და დაჯარიმდნენ 1000 ლარით.​ ბასილაძის განცხადებით, სურსათს ეროვნული სააგენტოსა და ტურიზმის დეპარტამენტს შორის გაფორმებულია მემორანდუმი. მემორანდუმის ფარგლებში, ჩვენ ვალდებულებას ვიღებთ ტურისტული მარშრუტები და ისეთი ობიექტები სადაც დიდია ტურისტების აქტივობა”, – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე.
მისივე თქმით, კრიტიკული შეუსაბამობების უმეტესობა საზოგადოებრივი კვების ობიექტებში შემდეგნაირია: არ ხდება რეცხვა-დეზინფექციის ჩატარება, სამზარეულოს კედლებიდან ხდება უცხო სხეულების ცვენა და ამ ნაწილაკების პირდაპირ სურსათში მოხვედრა, ასევე, არის გამწოვის უფუნქციობის პრობლემები და საკვები პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი