რამდენიმე დღეა, რაც თბილისში საშინელი ქარი ქრის. სინოპტიკოსები ამბობენ, რომ ქარს ცივი ამინდები და თოვლის კი შეიძლება მოჰყვეს.  თებერვლის ძლიერი ქარი ტრადიციულად სომხურ საეკლესიო დღესასწაულს სუბ-სარქისს უკავშირდება.

წმ. სარქისის დღესასწაული (სუბსარქისი) არის სომხური სამოციქულო ეკლესიის ძველი ტრადიცია, როდესაც წმ. სარქის მეომარის დღესასწაულზე, რომელიც ითვლება სიყვარულის მფარველად, ილოცებიან შეყვარებული წყვილები.

თავის 14 თანამებრძოლთან ერთად წმ. სარქისი ეწამა ქრისტიანული რწმენისათვის. მიღებულია, წმ სარქისის ხსოვნის დღე აღინიშნოს, როგორც საეკლესიო რიტუალით და ლოცვით, ასევე სხვადასხვა ხალხური ტრადიციის მიხედვით. დღესასწაულის წინა დღის საღამოს, ახალგაზრდები მიირთმევენ მარილიან კვერებს, რომ სიზმარში ნახონ თავისი მომავალი მეუღლე. დღესასწაული პოპულარულია საქართველოშიც, თბილისში და აღინიშნება არა მხოლოდ სომხური თემის, არამედ დედაქალაქის, ასევე საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობის მიერ.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი