ნინო მამუკელაშვილი:

_ მოსკოვში, 2012 წელს, 9 ივლისს, დილით ადრე გარდაიცვალა უდიდესი მევიოლინე მარინე იაშვილი. როგორც ეს ამბავი გახდა ცნობილი, რამდენიმე საათში მივიდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და მოითხოვა, რომ ქართული კულტურის საგანძური, ანტონიო სტრადივარის ვიოლინო მისთვის გადაეცათ (ამ ვიოლინოთი მარინა იაშვილი 65 წელი სარგებლობდა და ქონდა დიდი ხნის წინ შეთავაზება, რომ შეესყიდა, რაზედაც მან უარი განაცხადა, რადგან უნდოდა, რომ მის მერე ნიჭიერი მევიოლინესათვის გადაეცათ). გაფორმდა გადაცემის ხელშეკრულება და ამის მერე, სტრადივარის მრავალ მილიონად შეფასებული ვიოლინო არავის არ უნახავს!

 რატომ არავინ  დაინტერესდა ვიოლინოს ბედით, არც კულტურის სამინისტრო და არც შინაგან საქმეთა სამინისტრო? (ჯერ ერთი, რომ ყუთში უმოქმედოთ მყოფი ვიოლინო გამოუსადეგარი ხდება და კარგავს თავის თვისებებს). ეჭვია, რომ ვიოლინო გატანილია საზღვარგარეთ და დიდი ხნის გაყიდულია!

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი