ყველა ადამიანს აქვს უცნაური ჩვევა, მათ შორის ისეთ ცნობილ ისტორიულ ფიგურებსაც ჰქონდათ, როგორებიც იყვნენ იოსებ სტალინი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ჩარლზ დიკენსი, უილიამ დამპყრობელი, ნიკოლა თესლა…

1) იოსებ სტალინს ჰქონდა ერთ-ერთი უცნაური თვისება, ის ადამიანის ხასიათს მათი განავლის საშუალებით იკვლევდა. სტალინის ჩვევებიდან აღსანიშნავია ისიც, რომ ის ყოველ დღე 300 გვერდს კითხულობდა.

2) ცნობილ კომპოზიტორს, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს თავიდან ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა მუსიკასთან, თუმცა მამამისის ძალდატანების შედეგად, ის მიეჩვია მას. ბეთჰოვენს ჰქონდა ერთი ჩვევა, სანამ ის კომპოზიციის შექმნას დაიწყებდა, თავსა ხელებზე ცივ წყალს ივლებდა. ის იმდენ წყალს ივლებდა, რომ ხშირად წყალი ქვედა ოთახებში ჟონავდა.

3) ჩარლზ დიკენსი მუდამ სარკეში იხედებოდა, თმას დღეში 100-ჯერ ივარცხნიდა და ავეჯს რამდენჯერმე გადაადგილებდა ხოლმე ოთხიდან ოთახში. ის წერდა მაშინ, როცა პირით ჩრდილოეთისკენ იჯდა; მას ჩრდილოეთი მხარე იმდენად ამოჩემებული ჰქონდა, რომ დაძინებითაც კი პირით ჩრდილოეთისკენ იძინებდა. ის იყო ასევე მთვარეულიც და ასეთ მდგომარეობაში დასეირნობდა ხოლმე ლონდონის ქუჩებში.

4)  უილიამ დამპყრობელმა, რომელიც ინგლისის პირველი ნორმანდიელი მეფე იყო, გამეფების შემდეგ წონაში იმდენად მოიმატა, რომ ცხენს მისი ტარება უჭირდა და საფრანგეთის მეფე ხშირად დასცინოდა მას. ამან უილიამ დამპყრობელი აიძულა წონის დასაკლებად მკაცრი დიეტა დაეცვა, რომელიც მას ალკოჰოლის გარდა ყველანაირი საკვებისა და სასმლის მიღებას უკრძალავდა. როგორ იმუშავა დიეტამ უცნობია, თუმცა ის დიეტის დაწყების წელსვე ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. არავინ იცის,  ნასვამი იყო, თუ უბრალოდ იმდენად დიდი წონა ჰქონდა, რომ ცხენმა ვერ გაუძლო. ასეა თუ ისე, მისი ცხედარი კუბოში არ ჩაეტია, იმდენად დიდი იყო.

5) გამომგონებელ ნიკოლა ტესლას იმდენად სძულდა მარგალიტები, რომ უარს ამბობდა იმ ქალებთან ურთიერთობაზე, ვისაც მარგალიტები ეკეთა. ის შეპყრობილი იყო ციფრი 3-ით და უყვარდა ყველაფრის სამმაგად, ან სამჯერ კეთება. ის შენობაში შესვლამდე, მას 3-ჯერ უვლიდა წრეს და ყოველ საღამოს 18 ხელსაწმენდს იყენებდა ჭურჭლისა და ჭიქების გასაწმენდად. ბედის ირონიით, ის სასტუმროს 33-ე სართულზე, 3327 ნომერ ოთახში გარდაიცვალა, საკუთარ 87-ე დაბადების დღემდე 3 დღით ადრე.

სოსო გაზდელიანი

 

 

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი