ამ ანგელოზებივით ბავშვებს ჩვენი დახმარება სჭირდება. ტურაშვილების ოჯახს, საცხოვრებელი ბინა რამდენიმე წლის წინ, ბანკმა წაართვა. ამის შემდეგ ცხოვრება აერიათ- მამა დაიჭირეს, დედა არ მუშაობს, ბებიას ნერვიულობით ინსულტი დაემართა…

ისინი, ამჟამად თბილისის მიყრუებულ უბანში, ნესტიან სარდაფში ცხოვრობენ, ქირით. ქირას და ელექტროენერგიის თანხას მერია უხდით, ამიტომ ბავშვები პატარა ელექტროგამათბობლით თბებიან, მაგრამ გაზს თითქმის ვერ იყენებენ, რადგან დახმარებაში გაზის გადასახადი არ შედის.

ხშირად ცარიელ პურს ჭამენ… დავითი 15 წლისაა, ნინო 14-ის, ქეთი -10-ის, ბარბარე 7-ის. დათუნა საქართველოს ჩემპიონია კიკბოქსინგში. ერთ-ერთ ნესტიან კედელზე მისი ჯილდოებია ჩამოკიდებული.

ქეთი კარგი მოსწავლეა და გაჭირვების მიუხედავად, სწავლას არ ღალატობს.

პატარა ბარბარემ გულდაწყვეტილმა გვითხრა, რომ წელს მათთან თოვლის პაპა აღარ მივა, მას კი უნდა საახალწლო საჩუქრები.

ოჯახის მდგომარეობით გულაჩუყებულებმა, პატარებს, საახალწლო სურვილები ფურცლებზე დავაწერინეთ.

.

.

ბავშვების დედამ, მაკა ტურაშვილმა გვითხრა, რომ ყველაზე მეტად საკვები სჭირდებათ: ზეთი, მაკარონი, ბურღულეული, ლობიო… ტანსაცმელს ზოგჯერ მეგობრები აძლევენ, თუმცა გოგონებისთვის “რეიტუზები”, შარვლები და ხელთათმანები გვიჭირსო.

ბავშვებს ყველაზე მეტად მამიკო ენატრებათ. ნინომ ხატვისთვის საჭირო ნივთები ისურვა. ხატვა მიყვარს, ყოველ წელს ვთხოვ თოვლის პაპას, მაგრამ არ მოაქვსო- გვითხრა. ქეთიმ პლანშეტი და ბევრი ტკბილეული ისურვა… დათუნას მობილური ტელეფონი სდომებია ძალიან, ეს სურვილი მის მაგიერ  პატარა ბარბარემ გაგვანდო.

.

ბავშვებს შევპირდით, რომ თოვლის ბაბუას მათ სურვილებს ლაპლანდიაში გავუგზავნით და კეთილი პაპა მათ აუცილებლად აუსრულებთ. ეს კი, რა თქმა უნდა, თქვენი იმედით გავაკეთეთ, მეგობრებო. მოდით, გავერთიანდეთ, შევუგროვოთ 4 ანგელოზს საახალწლოდ საკვები, სასურველი ნივთები და გავახაროთ. ჩვენც გავხდეთ თოვლის ბაბუები!

,,სოციალური ჯგუფი“ ტურაშვილების ოჯახისთვის საახალწლოდ მისატან საკვებსა და ნივთებს შეაგროვებს ყოველ ოთხშაბათს, მეტრო ავლაბართან, 19 საათზე.

საკონტაქტო ტელეფონი: 555 016 010 

საბანკო კოდი – TBCBGE 22

მიმღების დასახელება – ლაშა მახნიაშვილი

ანგარიშსწორების ანგარიში -GE54TB7478045061100067

 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი