18 მაისს ქართული ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება. პირველი ღონისძიება გასულ წელს ჩატარდა და მისი ინიციატორი იყო საზოგადოების საინიციატივო ჯგუფის წევრი, დავით გოგლიჩიძე. ღონისძიების ორგანიზატორებს უნდათ, რომ ქართული ეროვნული სამოსის დღე გახდეს ტრადიციული, რომელიც გამოიწვევს ქართული კულტურის პოპულარიზაციას.
  ამ დღეს აღნიშნავენ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის 35 ქალაქში. მოეწყობა გამოფენები და კონცერტები თბილისში, ვაშინგტონში, ლონდონში, დუბლინში, კიევში, თელა-ვივში, მოსკოვში, მინსკში, სტამბოლში და სხვა ქალაქებში.
   საზღვარგარეთ ღონისძიებებს ორგანიზებას გაუწევს საქართველოს საელჩო და ქართული ასოციაციები. დემონსტრაციის მონაწილეები ქუჩებში ქართული ეროვნული სამოსით გამოჩნდებიან.
 თბილისში მსვლელობა გაიმართება 16:00 საათზე, ევროპის პარკში.

სალომე მგელიაშვილი

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი