ბრიტანული გამოცემა Daily Mirror რომლის ყოველდღიური ტირაჟიც 1,2 მილიონია, აგერ უკვე რამდენიმე წელია რაც არაერთ სკანდალში ეხვევა. კერძოდ, მას ადანაშაულებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებში – სატელეფონო საუბრების არაკანონიერ მოსმენებში, რასაც იგი ყოველთვის უარყოფდა.

ყოფილი მთავარი რედაქტორი, ცნობილი ტელეწამყვანი პირს მორგანი ყოველთვის აცხადებდა, რომ გამომცემლობის ჟურნალისტები მოქმედებდნენ მხოლოდ კანონის ფარგლებში. არღვევენ თუ არა კანონებს ისინი, ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ ის კი ვიცით, რომ გამოცემა ამჯერად გადაუმოწმებელ ინფორმაციას აქვეყნებს.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, მთელი ინტერნეტსივრცე შემოიარა ხაშურის ცაზე დრონზე ჩამოკიდებულ ჰამაკში უდარდელად მოკალათებული ადამიანის ვიდეომ. ეს ვიდეო გამოცემა Daily Mirror-ის ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს და თქვეს, რომ ვიდეოზე აღბეჭდილი ფაქტი მოხდა ხაშურში, რომელიც მათი მტკიცებით, ამერიკული ჯორჯიის ცენტრალურ ნაწილშია. თუმცა ვიდეოში აშკარად საუბრობენ ქართულ ენაზე.

აი, რა განმარტება გაუკეთა ვიდეოს Daily Mirror-მა:

,,ჩანაწერში თქვენ გესმით აღტაცების და აღფრთოვანების გამომხატველი შეძახილები, რომელიც ეკუთვნის ჰამაკს, რომელიც ირწევა ხან ერთ და ხან მეორე მხარეს. სრულიად შემთხვევით იქნა შემჩნეული და დაფიქსირებული ცაზე მოსეირნე, დრონზე ჩამოკიდებულ ჰამაკში მწოლიარე მამაკაცი. ჩანდა, რომ მამაკაცი ძალიან მშვიდად იყო იმ მომენტშიც, როცა დრონი მიფრინავდა უფრო და უფრო მაღლა, ღრუბლებისკენ. მოქმედება ხდებოდა ხაშურის ცაზე. ხაშური კი ქალაქია ჯორჯიის ცენტრალურ ნაწილში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.”

ნანა ჯოხარიძე

კომენტარები
Загрузка...