,,ცხოვრობს თბილისში ერთი გოგო, თავის შექმნილ, სიკეთით სავსე სამყაროში…  ის ბუზებს არ ჰკლავს, ფანჯარას აღებს და გარეთ უშვებს;
დასცქერის ჭიანჭველებს და თუ დიდი ტვირთმზიდი დაინახა, ნემსის წვერით ეხმარება; ზოგჯერ ტირის, როცა პეპელას ფრთამოტეხილს ხედავს; აპურებს ჩიტებს, დასდევს ფისოებს და ძაღლებს;
სულ ცას შესცქერის, თუმცა ვარსკვლავი გულზე აბნევია…
მზე გოგო ხატავს, წერს, აქანდაკებს, ძერწავს, არის ფილოსოფოსი და ახლა ეკოლოგიაზე სწავლობს, იმიტომ რომ უყვარს ბუნება.
მე კი მიხარია, რომ ასეთი გოგო მე გავაჩინე, 10 იანვარს, სამშაბათს, იმ დღესაც არ იყო თოვლი, არც ქარბუქი… ამ ფისო გოგოს ჰქვია დაკო და ის დღეს იუბილარია” _ ასე მიულოცა შალვა ნათელაშვილის მეუღლემ, ბელა ალანიამ საკუთარ ქალიშვილს დაბადების დღე სოციალური ქსელიდან. 

დატოვეთ კომენტარი

კომენტარები

Загрузка...

დატოვე პასუხი