გია გაბრიჭიძე, ჟურნალისტი:

_ ციცერონმა თქვა – მონის სურვილი თავისუფლება კი არ არის, მონას უნდა, რომ თვითონ იყოს მონათმფლობელი!! ხალხო, მაპატიეთ ჩემი ყველა პოსტი. მაპატიეთ ჩემი ყველა სტატია და გადაცემა. მაპატიეთ, რადგანაც მივხვდი, რომ ვცდები, როცა საქართველოს კანონმდებლებს, საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებს იმ იდეის, იმ მსოფლმხედველობის, იმ რწმენის და იმ ცხოვრების, რომელსაც საქართველო ჰქვია, დასაცავად მოვუწოდებ.
ვცდები იმ უმარტივესი მიზეზის გამო, რომ ჩვენ – ამომრჩევლებს, ელექორატს, ბენეფიციარებს, მოწყვლადებს, ხალხს, მოქალაქეებს არ გაგვაჩნია სამშობლოს იდეა!
არ გაგვაჩნია სამშობლო და ყველანი ვეძებთ მხოლოდ და მხოლოდ ხელფასს, პრემიას, დანამატს, ქრთამს და “კაი ადგილს”.
ვეძებთ ამ ყველაფერში იმიტომ, რომ ჩვენ თვითონ ვართ საგანელიძეები, გუგულები, ოქრიაშვილები, ისკო დასენები, უგულავები დ.ა.შ.
ვართ და ეს თვისება თურმე მრავალი ასწლეულია რაც გრძელდება.

კომენტარები
Загрузка...

დატოვე პასუხი